აზერბაიჯანი სომხეთს აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი კი ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი სომხეთს აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი კი ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 10 სექტემბრის შუადღიდან 11 სექტემბრის დილამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, გორუსის და ხეზინავარის რაიონებიდან, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით პერიოდულად ისროდნენ ბასარგეჩარის და ლაჩინის რაიონში განთავსებული აზარბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით.

თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა მიიღეს ადეკვატური საპასუხო ზომები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, აზერბაიჯანული მხარე დეზინფორმაციას ავრცელებს და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს არ გაუხსნიათ ცეცხლი აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით.

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.