აზერბაიჯანი სომხეთისა და ირანის საზღვარზე კიდევ ექვსი სამხედრო ნაწილის მოწყობას გეგმავს
აზერბაიჯანი სომხეთისა და ირანის საზღვარზე კიდევ ექვსი სამხედრო ნაწილის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ელჩინ გულიევმა გააკეთა.
გულიევის განცხადებით, „სამხედრო-საბრძოლო პუნქტები ზანგილანის, გუბადლისა და ლაჩინის რაიონებში სომხეთთან საზღვრის დაცვისთვის შეიქმნა.“ კიდევ ექვსი სამხედრო ნაწილის მშენებლობა მაისის ბოლომდე დასრულდება.
მისივე თქმით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მთიან ყარაბაღში ომის დროს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ამ დრომდე ბაქომ ათი ახალი სამხედრო ნაწილი მოაწყო.