აზერბაიჯანი სომხეთის არმიას სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი სომხეთის არმიას სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისს, 22:10 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მსხვილი კალიბრის იარაღიდან ქალბაჯარის რაიონში, ისტისუს დასახლების მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

„ჩვენმა ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოს ბრალდებებს ერევანი უარყოფს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.