აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
დაკავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, მათ შორის სამი ბავშვი 2015-2016 წლებშია დაბადებული, ყველაზე უფროსი კი, 1999 წელს არის დაბადებული.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, საზღვრის გადაკვეთას ისინი 3 ნოემბერს, 00:20 საათზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადიქლის“ სამსახურებრივ ტერიტორიაზე ცდილობდნენ.
ამ დროისთვის საქმის გამოძიება გრძელდება.