აზერბაიჯანი ირანში დიპლომატებს დააბრუნებს
აზერბაიჯანი ირანში დიპლომატებს დააბრუნებს

აზერბაიჯანი ირანში დიპლომატებს დააბრუნებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა მოლაპარაკებები საუდის არაბეთში გამართეს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლის მკვლელის სასამართლო პროცესის შედეგები განიხილეს.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მივიღოთ ზომები ირანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური დელეგაციის გაგზავნისთვის უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოს მუშაობა გასული წლის 27 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ შეჩერდა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა და დიპლომატიური მისიის კიდევ ორი ​​თანამშრომელი დაშავდა.

მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.