აზერბაიჯანი და თურქეთი მომავალ კვირაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
აზერბაიჯანი მომავალ კვირაში თურქეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო სწავლება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, მათ შორის ბაქოში, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ერთობლივი ტაქტიკური წვრთნა ეძღვნება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თურქეთის სამხედროების ჯგუფი და საავიაციო ტექნიკა უკვე აზერბაიჯანში იმყოფება.