აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებისას მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებისას მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეირაღებულ დაპირისპირებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ცნობით, დაღუპულია ორი სამხედრო მოსამსახურე, ასევე არიან დაშავებულები.

ბაქოში აცხადებენ, რომ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის ტრანსპორტირების შესახებ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განლაგებულია რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, ხანკენდი-ხალფალი-ტურშუს გრუნტის გზის გასწვრივ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხედრო მანქანების დაკავება და შემოწმება სცადეს, რა დროსაც ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან გაიხსნა.

პარალელურად, სომხური მედია წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის ჩასაფრების შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ინციდენტი ადასტურებს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლის აუცილებლობას.