აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა განახლებულ მონაცემებს ასაჯაროებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა განახლებულ მონაცემებს ასაჯაროებენ.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 4, 11 და 17 ოქტომბერს, ქალაქ განჯის მიმართულებით განხორციელებული საარტილერიო თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავებას საერთო ჯამში 65 აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა.
სომხური მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების 36 ჯარისკაცი ემსხვერპლა.