აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 აპრილს, 23:35 საათიდან 23:45 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა გორისის რაიონიდან სხვადასხვა ტიპის იარაღით ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნას არ ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, 8 აპრილს, 22:50 საათიდან 22:55 საათამდე აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლი გაუხსნა სომხურ სამხედრო დანაყოფებს სიუნიქის სოფლების მიმართულებით.