6-9 ივლისს ბაქოში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვსა და რუსეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელ ამირ ბილიალეტდინოვს შორის შეხვედრა გაიმართა, ეს მხარეთა სადემარკაციო კომისიის რიგით მეცხრე სხდომაა.
შეხვედრისას მხარეებმა სადემარკაციო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე სადემარკაციო სამუშაოების ორგანიზებისა და წარმართვისთვის საჭირო დოკუმენტები დაამტკიცეს. მხარეთა შორის შეთანხმებით, აზერბაიჯან-რუსეთის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად, გაგრძელდება სასაზღვრო ნიშნების დამონტაჟება.
აღნიშნული კომისიის შემდეგი სხდომა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაიმართება. შემდეგი შეხვედრის დრო დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.