ჰიკმატ ჰაჯიევი - აზერბაიჯანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
აზერბაიჯანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო APA-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰიკმატ ჰაჯიევმა განუცხადა.
სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ საუბრისას, უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია ასეთ საკითხებზე პრინციპულია.
ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში საქართველოს მონაწილეობით რამდენიმე გეოსტრატეგიულ პროექტს ახორციელებს.