აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გაერო-ს ნოემბრის კლიმატური სამიტის მთავარი ამოცანა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის წლიური დაფინანსების რაოდენობაზე შეთანხმება უნდა იყოს
გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტის მასპინძელი ქვეყანა წელს აზერბაიჯანია. სამიტამდე ორი თვით ადრე ბაქომ საკუთარი გეგმა წარადგინა, თუ რას უნდა ემსახურებოდეს მიზნად ამ წლის კლიმატური სამიტი.
ბაქოს განცხადებით, ნოემბრის სამიტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნების შეთანხმება წლიური დაფინანსების რაოდენობაზე, რომელსაც კლიმატურ ცვლილებასთან გამკლავებაში მდიდარი ქვეყნები გადაიხდიან ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად.
ბევრი განვითარებადი ქვეყანა ამბობს, რომ მათ არ შეუძლიათ, შეამცირონ ემისიები უფრო სწრაფად, თუ ჯერ არ მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას. საუბარია ასევე კლიმატური სამიტის დროს ე.წ. ზავის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს მშვიდობისა და კლიმატის მოქმედების მნიშვნელობას.