აზერბაიჯანელი სამხედროები საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას
აზერბაიჯანელი სამხედროები საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო წვრთნებში Anatolian Phoenix-2021-ში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 24 მაისს თურქეთის ქალაქ ქონიაში დაიწყება.

აზერბაიჯანის საჰაერო და საზღვაო ძალების ჯარისკაცებთან ერთად, სწავლებაში ჩართული იქნებიან სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებიც.

წვრთნები 4 ივნისამდე გაგრძელდება.