აწყურთან ავარიისას დაშავებული 10 პაციენტიდან შვიდი თბილისში გადმოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 პაციენტიდან შვიდი თბილისში გადმოიყვანეს.
ერთ-ერთი დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვია, რომელიც იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტებს მოტეხილობები აღენიშნებოდათ. მათი თქმით, ორი დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება, მათგან ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტარდება. კიდევ ერთი დაშავებული კი უკვე გაწერეს.
ავტოსაგზაო შემთხვევისას გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.