ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას კვლავ ჟან ტოდტი უხელმძღვანელებს
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ჟან ტოდტი იმუშავებს. ის ოფიციალურად აირჩიეს მესამე ვადით და თანამდებობაზე 2021 წლის ბოლომდე დარჩება, – წერს Autosport.
არჩევნები პარიზში, ფედერაციის ასამბლეის სხდომაზე გაიმართა და ფრანგი ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. შესაბამისად, ავტომატურად მოიგო კენჭისყრა.
ჟან ტოდტმა, რომელიც მიხაელ შუმახერის ეპოქაში “ფერარის” პრეზიდენტი იყო, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წელს გახდა.