ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ იყალთოში ორი ადამიანი დაშავდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, საპირისპიროდ მოძრავი „ტოიოტასა“ და „ოპელის“ ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთ-ერთ მანქანაში ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ორი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტისა და მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.