ავტომანქანა, რომელშიც სავარაუდოდ კარლეს პუიჩდემონი იმყოფება, ნოიმიუნსტერის ციხეში შევიდა
ავტომანქანა, რომელშიც სავარაუდოდ კარლეს პუიჩდემონი იმყოფება, ნოიმიუნსტერის ციხეში შევიდა

ავტომანქანა, რომელშიც სავარაუდოდ კატალონიის ყოფილი ლიდერი იმყოფება, ნოიმიუნსტერის ციხეში შევიდა. ამის შესახებ ცნობებს სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კარლეს პუიჩდემონი დღეს გერმანიაში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მისმა ავტომობილმა დანიიდან გერმანიაში გადაკვეთა საზღვარი.

პოლიციაში კატალონიის ექს ლიდერის დაპატიმრება დაადასტურეს. მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის პროკურატურამ უნდა მიიღოს. ესპანეთში მას ამბოხში სდებენ ბრალს და 25 წლით პატიმრობა ემუქრება.
შეგახსნებთ, რომ კარლეს პუიჩდემონი 4 თვის განმავლობაში ბელგიაში იმყოფებოდა. ის ბრიუსელში მას შემდეგ გაიხიზნა, რაც მადრიდმა კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ ცნო და კატალონიის ავტონომია დროებით გააუქმა.