ავტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად, კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩების გავლით იმოძრავებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.
ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.