ავტოავარიებში გასულ წელს 16 წლამდე ასაკის 21 მოზარდი დაიღუპა
ავტოავარიებში გასულ წელს 16 წლამდე ასაკის 21 მოზარდი დაიღუპა

საქართველოში 2018 წელს 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

2017 წელს აღნიშნული მონაცემი 6 079-ს შეადგენდა.

უწყების მონაცემებით, ავტოავარიების შედეგად შარშან 459 ადამიანი დაიღუპა, წინა წელს დაღუპულთა რაოდენობა 517 იყო, დაშავდა 9 047 (2017 წელს 8461). დაღუპულთა შორის 125 ქვეითად მოსიარულე მოქალაქეა, 21 კი, 16 წლამდე მოზარდი, მათ შორის 13 შვიდ წლამდე ბავშვია.