ბრალს, არ ვეთანხმები, მე პირველივე დღეს ვთქვი, ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მოვლენებს ნუ ვუსწრებთ. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. ყველა მიიღებს იმ შედეგს, რაც დაიმსახურა. ამიტომ მოვლენებს ნუ ვუსწრებთ. ჩვეულებრივი პროცესია. გამოძიება მომდინარეობს. დაველოდოთ გამოძიებას. ეს ძველი დრო და ხაბეიშვილის დრო არის. დღეს ყველაფერი კანონის ფარგლებშია. კონკრეტული კითხვები შეგიძლიათ სამართალდამცავებს ან შესაბამის სამსახურებს ჰკითხოთ“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.