ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ საქართველოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის აწყობისთვის აქტიურ სამუშაოებს იწყებს
ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ საქართველოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის აწყობისთვის აქტიურ სამუშაოებს იწყებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს თბილისში მართავენ და ტექნიკურ დეტალებს ათანხმებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება სსმს-ს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის. რამდენიმე თვეში კი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა აეწყობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავსტრიულმა მხარემ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაც დაათვალიერა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველაფერი მზადაა აქტიურ სამუშაო პროცესის დასაწყებად.
„როზენბაუერის“ მიერ „დელტას“ ბაზაზე ტექნიკის წარმოების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ, ავსტრიაში გიორგი მღებრიშვილსა და კომპანიის დირექტორ, დიტერ სიგელს შორის შეხვედრისას იქნა მიღწეული.