ავსტრიის შს მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც
ავსტრიის შს მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. მინისტრის თქმით, სავარაუდოდ არიან
დაღუპულებიც.

სხვადასხვა მედიასაშუალებები კი, შვიდი დაღუპულის შესახებ იუწყებიან.

ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ვერსიით, პოლიციამ ერთ-ერთი თავმდამასხმელის ლიკვიდაცია განახორციელა, ერთი კი გაქცეულია.

თავდასხმა ქალაქის ცენტრში სინაგოგასთან მოხდა.

პოლიცია მოსახლოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლოს მდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან. ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.