ავსტრიის შს მინისტრი აცხადებს, რომ ტერორისტების ძებნის ოპერაცია ავსტრიის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ტერორისტების ძებნის ოპერაცია, არა მხოლოდ ვენაში, არამედ სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.
კარლ ნეჰამერის თქმით, ტერორისტები კარგად არიან შეიარაღებულები.
„ჩვენ გამოვიძახეთ სპეციალური ძალები, რომლებიც ახლა ტერორისტების ძებნის ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. პოლიცია დაჟინებით სთხოვს მოსახლეობას არ გამოვიდნენ სახლებიდან და არ გაავრცელონ ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელების საშუალებით“, – განაცხადა მინისტრმა.