ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის საბოლოო მიღება არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით
ძალიან ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღების გამო, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ავსტრიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით.
„ძალიან ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ევროპული მომავლის შესახებ“, – ნათქვამია ავსტრიის საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.