ავსტრიის პრეზიდენტი - საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, საქართველოში არჩევნები ძირითადად კარგად ჩატარდა, გაუმჯობესების შესაძლებლობები არსებობს და მათი სურვილია, დამთავრდეს პოლარიზაცია
საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ძირითადად კარგად ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობები აქაც არსებობს და მათი სურვილია, დამთავრდეს პილიტიკური პოლარიზაცია, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ძალიან რთული ამოცანა აქვს პოლარიზაციის შესუსტების თვალსაზრისით.
„როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ეს არჩევნები, რომ ძირითადად კარგად ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობები აქაც არსებობს და მათი სურვილია, დამთავრდეს პილიტიკური პოლარიზაცია.
ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მინდა, მივულოცო. ის ცდილობს და ძალიან რთული ამოცანა აქვს მას ამ პოლარიზაციის შესუსტების და შუამავლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.