ავსტრიის პოლიციამ ვენაში, ნოემბრის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებაში კიდევ ორი პირი დააკავა
ავსტრიის პოლიციამ ვენაში, ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავსტრიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ვენის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული 26 წლის პირია. ის წარმოშობით ავღანელი ავსტრიის მოქალაქეა. მისი დე-ენ-ემის ნიმუში იმ ცეცხლსსროლ იარაღზე აღმოაჩინეს, რომლითაც ჯიჰადისტმა ოთხი ადამიანი მოკლა. მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ნოემბრის დასაწყისში 20 წლის შეიარაღებულმა მამკაცმა ვენის ცენტრში ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეფასა. თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით უკვე დაკავებულია 15 ადამიანი.