ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობით“, – აღნიშნავს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში. „კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევა საქართველოსაც და ავსტრიასაც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩემი ღრმა რწმენით, კრიზისის დაძლევა მხოლოდ პარლამენტთა ჩართულობით არის შესაძლებელი. კოვიდ-19 არ წარმოდგენს მხოლოდ გამოცდას პარლამენტარიზმისათვის, არამედ ეს ასევე არის შანსი, რომ გავაცნობიეროთ საპარლამენტო დემოკრატიის ღირებულებები. ამ კონტექსტში, იმედს გამოვთქვამ, რომ მალე ვიხილავთ თქვენს პარლამენტში ოპოზიციასთან თანამშრომლობას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ამასთან, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ვოლფგანგ სობოტკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში, 2021 წელს დაგეგმილ პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენციაზე მიიწვია.