ავსტრიის კანცლერი ანტირუსული სანქციების ეტაპობრივი მოხსნის იდეას მხარს უჭერს
ავსტრიის კანცლერი ანტირუსული სანქციების ეტაპობრივი მოხსნის იდეას მხარს უჭერს. გერმანულ მედიასთან საუბარში სებასტიან კურცმა თქვა, რომ მინსკის ხელშეკრულების შესრულებაში პროგრესის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ სანქციები მოიხსნას.
„უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირმა მინსკის ხელშეკრულების განხორციელებაში პროგრესი უნდა მოითხოვოს. პროგრესის შემთხვევაში სასურველი იქნება სანქციების მოხსნა ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, ეს შემდგომ პროგრესს წაახალისებს“ – აღნიშნა კურცმა.
ავსტრიის კანცლერი ფიქრობს, რომ ევროპაში მშვიდობის გრძელვადიანი პერსპექტივა შესაძლოა, იყოს რუსეთთან პარტნიორობით და არა მასთან ოპონირებით, თუმცა ევროკავშირმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომში მონაწილეობისთვის დაუწესა.