ავსტრიის ელჩი - ევროკომისია ოქტომბერში ანგარიშს გამოაქვეყნებს, მანამდე არის დრო პროგრესისთვის
ევროკომისია ოქტომბერში ანგარიშს გამოაქვეყნებს, მანამდე არის დრო პროგრესისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომან მიულმანმა განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ყურადღებას აქცევენ ვენეციის კომისიის შეფასებებს.
„ვნახოთ, რა შეფასება ექნება კომისიას და შემდეგ, დეკემბერში ჩვენი მთავრობის ლიდერები გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რას იტყვის ვენეციის კომისია სტატუსზე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო განსახილველად. იცით, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ პრიორიტეტებზე. თქვენ იხილეთ ვენეციის კომისიის ანგარიში. ასევე ცნობილია მთავრობის განცხადება. დარწმუნებული ვარ, შემდგომი დისკუსიების შედეგად, საერთო გზა გამოინახება“, – განაცხადა ელჩმა.