ავსტრიის დედაქალაქში თავდასხმას ქვეყნის შსს ტერორისტულ აქტად განიხილავს
ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ აქტად განიხილავს.
ვენის ცენტრში ამ წუთებში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში მთავარ სინაგაგოსთან თავდასხმა მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია, ერთი კი გაქცეულია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველია.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლომდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან და თავი აარიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.