ავსტრიის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ემხრობა
ავსტრიის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა, – ამის შესხებ განცხადება ავსტრიის ვიცეკანცლერობის კანდიდატმა ჰანს კრისტიან შტრახემ გააკეთა.
მისი თქმით, ავსტრიის მომავალი მთავრობა რუსეთისა და ევროპის კავშირების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.
ავსტრიის ახალ მთავრობაში წარმოდგენილები იქნებიან ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები, რომლებმაც გამარჯვებულ „სახალხო პარტიის“ ლიდერებთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მიუხედავად ამისა, ავსტრიის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ავსტრია არ გეგმავს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას და ხელისუფლება პროევროპულ კურსს შეინარჩუნებს.