სამართალდამცველებმა ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
ავსტრიელმა სამართალდამცველებმა ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სპეცდანიშნულების რაზმმა ქალაქ ლინცში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.
მასთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, ორი ქალიც, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხებიან.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ექვს სხვადასხვა ადგილზე გახსნეს ცეცხლი, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი. ასევე, დაშავებულია 17 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. ვენაში სხვადასხვა ობიექტს ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს.