ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სხვადასხვა ქალაქიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
დილით ტულტერფელდის რეგიონის შვიდი სოფლის მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, 400-ზე მეტი ადამიანი „წითელი ჯვრის“ მიერ მოწყობილ საევაკუაციო პუნქტშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადებიან. როგორც მედია წერს, წყალმა უკვე მიაღწია უნგრეთამდე. ამასთან, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დუნაის წყლის დონემ 9,6 მეტრს მიაღწია.