ავსტრიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ავსტრიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავსტრიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ავსტრიული მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში თავდასხმების შედეგად ორი ქალი და ორი მამაკაცია დაღუპული.

სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელიც მოკლა. გამოცემა „კრონენ ცაიტუნგი“ წერს, რომ თავდასხმების შემდეგ 17 ადამიანია დაშავებული.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს და ამ დროისთვის ერთ თავდამსხმელს ეძებენ. ვენაში სხვადასხვა ობიექტს ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს.