ავსტრიის პოლიციამ თაღლითობაში ბრალდებული ქართველი ქალი დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 53 წლის ქალს დაახლოებით 70 000 ევროს უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ქალი წლების განმავლობაში არალეგალურად სარგებლობდა სოციალური შეღავათებით და იღებდა დახმარებას. სამართალდამცავების, ცნობით, ბრალდებულმა 2010 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიიღო შრომისუუნარო მოქალაქის სტატუსი და შესაბამისი დახმარებაც დაენიშნა.
საქმის გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქართველმა ქალმა ჯერ კიდევ 2005 წელს მიმართა ავსტრიის ხელისუფლებას თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა უარი მიიღო, რაის შემდეგაც მან რამდენჯერმე სხვა სახელით შეავსო განაცხადი.
გარდა ამისა, ავსტრიის პოლიციამ დაადგინა, რომ 53 წლის ქალი კიდევ რამდენიმე ქართველ და ჩეჩენ ქალს დაეხმარა საბუთების გაყალბებაში, რათა მათ ავსტრიაში მუშაობის უფლება მიეღოთ. სამარათალდამცავებმა დაკავებული ქალის ბინის ჩხრეკისას მტკიცებულებები ამოიღეს.