ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს“, – აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე.
2013 წლის 18 ივნისიდან კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.
2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 1-ელ მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი.
2000-2005 წლებში იყო ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
15 აპრილიდან 2000 წლის 26 ნოემბამდე კი – ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
1998 წლის 8 აგვისტოდან 1999 წლის 15 აპრილამდე იყო ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1999 წლის 15 აპრილიდან 2000 წლის 26 ნოემბამდე კი – ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
1995 წლის 20 დეკემბრიდან 1998 წლის 8 აგვისტომდე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი.
1994 წლის დეკემბრიდან 1995 დეკემბრამდე იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
1993 წლის მარტიდან 1994 წლის დეკემბრამდე იყო თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი.
1992 წლის მაისიდან 1993 წლის მარტამდე იყო საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი.
1987 წლის სექტემბერში ქ.დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.