ვენაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ადგილობრივი დროით, შუადღეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ. სამთავრობო შენობებზე დაუშვებენ დროშებს.
მანამდე, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. მეხუთე გარდაცვლილი თავდამსხმელია. სროლის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.