ავსტრიაში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი „უკანასკნელი თაობა“ საპროტესტო აქციებს წყვეტს, რადგან, აქტივისტების თქმით, ამ ფორმით წარმატებას ვერ აღწევენ
ავსტრიაში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი „უკანასკნელი თაობა“ საპროტესტო აქციებს წყვეტს, რადგან, აქტივისტების თქმით, ამ ფორმით წარმატებას ვერ აღწევენ.
„ჩვენ ვეღარ ვხედავთ წარმატების პერსპექტივას“, – ამბობენ მოძრაობის წარმომადგენლები.
ისინი აღნიშნავენ, რომ ორ წლის განმავლობაში ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ავსტრიის კონსერვატიული და მწვანეთა პარტიის მთავრობები, ისევე როგორც მოქალაქეები, რომ წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევა აუცილებელია.
„ახლა უკვე ნათელია, რომ ავსტრიას სურს წიაღისეული საწვავის სიბნელეში დარჩენა და ამიტომ მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა მილიარდობით ადამიანის სიკვდილზე“, – აცხადებენ აქტივისტები.