ავსტრიაში ევროკავშირის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან ავსტრიის მიერ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა გააკრიტიკა
ავსტრიაში ევროკავშირის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან ავსტრიის მიერ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა გააკრიტიკა

ავსტრიაში ევროკავშირის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან ავსტრიის მიერ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა გააკრიტიკა. როგორც „როიტერი“ წერს, მარტინ ზელმაირმა მკაცრად გააკრიტიკა ავსტრიის მთავრობა რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების გამო და ვენის მიერ რუსულ ენერგიაში გადახდილ ფულს „სისხლიანი“ უწოდა.

„ღმერთო, ჩემი ავსტრიული გაზის 55% კვლავ რუსეთიდანაა. სისხლიანი ფული ყოველდღიურად იგზავნება რუსეთში“, – განაცხადა ავსტრიაში ევროკავშირის ელჩმა.

როგორც ავსტრიის საგარეო უწყებაში განმარტეს, ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან კონსულტაციებისთვის დაიბარეს.

ავსტრიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კაროლინ ედშტადლერმა მომხდარის შესახებ საუბრისას ევროკავშირის ელჩის განცხადებას „დაუფიქრებელი“ და „კონტრპროდუქტიული“ უწოდა.

„როიტერის“ ცნობით, ივნისის თვის მონაცემებით, ავსტრიაში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 60% რუსეთიდან განხორციელდა.