ავსტრიაში, ჩეხეთსა და ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
ავსტრიაში, ჩეხეთსა და ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ავსტრიაში, ჩეხეთსა და ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს.

27 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ლატვიაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 28 ადამიანი გამოავლინეს. საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი ლატვიაში 280-მდე გაიზარდა.

ავსტრიაში კი, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 1141 შემთხვევა აღრიცხეს. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა 7029-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 52 ადამიანი.

ჩეხეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათშიკიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2062-ია.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს საფრანგეთის ხელისუფლებაც. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში სიტუაცია გართულდება.

მისივე თქმით, „კრიზისი შესაძლოა, გაჭიანურდეს და ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია მალე არ გამოსწორდება.“

საფრანგეთში 26 მარტს კორონავირუსით 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.