ავსტრიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი უკრაინელი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, პოლონური სარეგისტრაციო ნომრებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები ვენაში გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობანის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
დაღუპულთა შორის სამი წლისა და რამდენიმე თვის ჩვილი, ასევე მცირეწლოვნების ბებია-ბაბუა არიან.
კიდევ ერთი ბავშვი და სამი უფროსი მგზავრი მსუბუქად დაშავდნენ. მძღოლის თქმით, მას საჭესთან ჩაეძინა.