ვენის ცენტრალურ მოედანზე, ჰელდენპლატცზე სებასტიან კურცის ახალი მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტებმა პოლიეთილენის საწვიმრები დაწვეს, რის გამოც ადგილზე სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.
ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში მდებარე კანცელარიისა და პრეზიდენტის სასახლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იყო სპეცრაზმი.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი მთავრობაში ულტრამემარჯვენე პარტიის შესვლას ეწინააღმდეგებიან.
ავსტრიის ახალი მთავრობის ინაუგურაცია დღეს გაიმართა.
ავსტრიაში მთავრობის ფორმირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ ულტრა-მემარჯვენე, ნაციონალისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ კოალიცია შეკრა.