ავსტრია სერბეთისა და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად
ავსტრია სერბეთისა და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად

ავსტრია ევროკავშირის თავმჯდომარეობის 6 თვიან პერიოდში, სერბეთისა და მაკედონიის ევროკავშირის შემადგენლობაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნაისლმა განაცხადა.

მისი თქმით, ავსტრიის მიზანია, დაეხმაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ევროპელ პარტნიორებს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ გვსურს წინ წავწიოთ მოლაპარაკებები სერბეთთან და მონტენეგროსთან, ასევე მხარი დავუჭიროთ მოსამზადებელ სამუშაოებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით”.

ევროკავშირმა ალბანეთს, მაკედონიას, სერბეთსა და მონტენეგროს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

2016 წლის თებერვალში, გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი ბოსნია ჰერცოგოვინამაც წარადგინა.