ავსტრია ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან საზღვრებს 15 ივნისს გახსნის
ავსტრია ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან საზღვრებს 15 ივნისს გახსნის. ინფორმაციას „გარდიანი“ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრიამ უკვე გააუქმა შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით გერმანიასთან, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან. მოიხსნება შეზღუდვები გადაადგილების მიზნებთან დაკავშირებითაც, ხოლო იტალიის საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.
„ჩვენი მიზანია, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი თავისუფლება და რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა. შეზღუდვების შერბილება საზღვრებთან მცხოვრებ მოსახლეობას ნორმალურობის შეგრძნებას დაუბრუნებს და მგზავრებს გაუმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია შინაგან, საგარეო და ევროპის მინისტრების საერთო განცხადებაში.