ავსტრია არალეგალ მიგრანტებთან გასამკლავებლად სასაზღვრო დაცვის სპეციალურ დანაყოფს შექმნის
ავსტრია არალეგალ მიგრანტებთან გასამკლავებლად სასაზღვრო დაცვის სპეციალურ დანაყოფს შექმნის

ავსტრია სასაზღვრო დაცვის სპეციალურ დანაყოფს შექმნის, რომელსაც რამდენიმე საათში საზღვრების სრულად ჩაკეტვა შეეძლება არალეგალი მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად.

ამის შესახებ გამოცემა Tiroler Tageszeitung-თან ინტერვიუში ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ წევრმა, ჰერბერტ კიკლმა განაცხადა.

„ქვეყანაში შეღწევა შეუძლებელი იქნება“ , – აღნიშნა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, სპეციალური დანაყოფის შემადგენლობაში შევლენ სამართალდამცველები, რომლებსაც დაევალებათ ქვეყანაში შესვლის მსურველთა ვინაობის დადგენა.