ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში თოვლი მოვიდა
ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში თოვლი მოვიდა

ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში თოვლი მოვიდა. კერძოდ, ნალექი კუინსლენდის შტატში მოვიდა, სადაც სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატია.

ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში თოვლი იშვიათი მოვლენაა. შტატში უკანასკნელად 2015 წელს თოვდა. კუინსლენდს ადგილობრივები ჩვეულებრივ „მზის შტატად“ მოიხსენიებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმა და ქარი გავრცელდება სანაპიროს ათასკილომეტრიანი ზოლის გასწვრივ, რაც სიდნეისაც მოიცავს. უამინდობის გამო მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ივნისი ავსტრალიაში ზამთრის დასაწყისად ითვლება.