ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი შემთხვევებიდან 123-ს იკვლევენ, 11 კი, არსებულ კლასტერებთანაა კავშირში. ინფორმაციას „სიენენი“ პრემიერ-მინისტრ დენილ ანდრიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, მელბურნსა და მიტჩელ შაირში კარანტინის მესამე ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას სახლის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ საკვებ პროდუქტების საყიდლად, ექიმთან ან სამსახურში მიდიან.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის 9 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 106 ადამიანი.