ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პიტერ დუტონმა ამის შესახებ თავად განაცხადა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა და ტესტის ჩატარება გადაწყვიტა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 123 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.