ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ავსტრალია „მაგნტისკის აქტის“ ანალოგიურ კანონს მიიღებს
ავსტრალია „მაგნტისკის აქტის“ ანალოგიურ კანონს მიიღებს. როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარიზ პეინმა განაცხადა, კანონით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვები იმ პირებისთვის, რომლებიც საერთაშორისო შეშფოთების გამომწვევი ქმედებების ჩადენაზე არიან პასუხისმგებლები.
კანონპროექტის შემუშავება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. დოკუმენტში განსაზღვრული იქნება, თუ რა ტიპის ქმედებებისთვის იქნება გათვალისწინებული სანქციები.
საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ამგვარ ქმედებებს შორის შესაძლოა, იყოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ადამიანის უფლებების დარღვევა, მავნებლური კიბერსაქმიანობა და სერიოზული კორუფცია.