ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - განცხადება, რომ რუსეთის ძალები მშვიდობისმყოფელები არიან, სისულელეა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - განცხადება, რომ რუსეთის ძალები მშვიდობისმყოფელები არიან, სისულელეა

განცხადება, რომ რუსეთის ძალები მშვიდობისმყოფელები არიან, სისულელეა, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სკოტ მორისონმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ძალადობრივი კონფრონტაციის თავიდან აცილება.

მორისონმა აღნიშნა, რომ ავსტრალია არ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სწრაფად დაწესებაში.

„რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან. მან უპირობოდ უნდა გაიყვანოს ძალები. ეს მიუღებელია, ეს არაპროვოცირებულია და უსაფუძვლოა“, – განაცხადა სკოტ მორისონმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, მის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ.